გომბორზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლი ემსხვერპლა

159

გომბორის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ავტოავარიის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ითვალისწინებს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Newstime