გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი – 45 მილიონი ლარით გამდიდრებული ოჯახი

846

რა ქონებას ფლობს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გიგა ბოკერია?

გთავაზობთ ახალგაზრდა ადვოკატების მიერ მომზადებულ კვლევას:

მონიტორინგის თანახმად, გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ ფირმებს, არსებული მასალების მიხედვით, 45 მლნ ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. კერძოდ, საჯარო ინფორმაციის თანახმად, გიგა ბოკერიას ფარული ბიზნეს ინტერესები უნდა დავინახოთ მამის, მეუღლის, მეუღლის დისა და სიძის ბიზნეს საქმიანობაში.

გიგა ბოკერიას მამა, ლევან ბოკერია წარმოადგენს სამშენებლო ფირმა შპს „ლებოს” (ს/ნ 205172999), რომლის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელიცაა. კომპანიის შემოსავალი შეადგენს 2 363 606 ლარს. ლევან ბოკერია, აგრეთვე ფლობს 20%­იანი წილს სამშენებლო ფირმა შპს „არქსტუდიაში” (ს/ნ 211326867), რომლის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 26 523 662 ლარს.

მონიტორინგმა ცხადყო, რომ გიგა ბოკერიას ცოლის და რუსუდან ჩერგოლეიშვილი წარმოადგენს სარემონტო ფირმა შპს „ოლივდიზაინის” დამფუძნებელს (ს/ნ 202351383), რომელიც ფლობს 50%-იან წილს. ორგანიზაციის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 14 621 734 ლარს. რუსუდან ჩერგოლეიშვილი, აგრეთვე ფლობს 50%­იან წილს გალერეა შპს „ახალი გალერეაში” (ს/ნ 404399593), რომლის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 161 474 ლარს.

ამასთან, ყურადღებას მივაქცევთ რუსუდან ჩერგოლეიშვილის მეუღლის, კახაბერ ნინუა საქმიანობასაც, რომელიც დამფუძნებელია შემდეგ ორგანიზაციებში:

შპს „გალფ რეისინგი”, რომლის ერთობლივი შემოსავალია: 324 487 ლარი (ს/ნ 404915320, წილი – 100%, საქმიანობა: ავტომობილებით მომსახურება) ააიპ „სამხედრო ოპერაციებში გარდაცვლილი მოსამსახურეთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდი „თანადგომა,” რომლის ერთობლივი შემოსავალი იყო 1 552 873 ლარი. კომპანია 2012 წლის აპრილში იქნა ლიკვიდირებული. (ს/ნ 204559245) კახაბერ ნინუას 2011 წლის 8 დეკემბერს შეძენილი აქვს 3 025კვ.მ არასასოფლო­სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი წყნეთში (ნაკ. 111/033) ქ. თბილისის თვითთმმართველი ერთეულისგან. აგრეთვე, 2011 წლის სექტემბერში, 1000კვ.მ სასოფლო­სამეურნეო ნაკვთი წყნეთის სატყეო ტერიტორიაზე. შესყიდული ქონებების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 400 000 ლარს. რაც შეეხება საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიორგი ბოკერიას მიერ წარმოდგენილ ოფიციალურ დეკლარაციას. გიგა ბოკერიას სახელზეა გაფორმებული უძრავი ქონება – ბინა პეკინის გამზირზე N2, ფართობი – 60.00 კვ.მ, ხოლო მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის სახელზე გაფორმებულია მსუბუქი ავტომანქანა BMW 120. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან, მას ხელფასის სახით მიღებული აქვს 85790.00 ლარი, ხოლო მეუღლეს, თამარ ჩერგოლეიშვილს, ჟურნალ „ტაბულას” მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან, 132000.00 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, თამარ ჩერგოლეიშვილი აღნიშნული ჟურნალის აქციონერია.

გიგა ბოკერიას არ გააჩნია ფასიანი ქაღალდები. დეკარაციის მიხედვით, გიორგი ბოკერიას სესხის სახით აღებული აქვს 27 000.00 ლარი, ხოლო მეუღლეს, თამარ ჩერგოლეიშვილს 52500.00 ლარი. მეუღლეს ეკუთვნის კიდევ ორი სასესხო ვალდებულების აღება, ერთგან 23 500.00 ლარის, ხოლო მეორე შემთხვევაში – 25 000 ლარის ოდენობით. აგრეთვე, თამარ ჩერგოლეიშვილის სახელზე, ფრანგულ ბანკში, საბანკო ანგარიშზეა 119 000.00 ევრო, ხოლო საქართველოს ბანკებში შემდეგი ფულადი დანაზოგი: 1403.70 აშშ დოლარი

(„თიბისი ბანკი”) და 6681.00 ლარი („ლიბერთი ბანკი”). თავად გიგა ბოკერიას ანგარიშზე, დეკლარაციის მიხედვით, 7799.56 ლარი გააჩნია. („თიბისი” ბანკი).
წყარო: http://www.barristers.ge/ge/page/news_item/213

Newstime