გია ჯაჯანიძე:საკუთარი თავის სიყვარულშია საიდუმლეობა და ვინც ამ საიდუმლოს ეზიარება ის მიაღწევს მწვერვალს

194

გონიერი, ინტელექტუალური და სულიერად მყარი ადამიანი არასოდეს არ ერჩის სხვას, არ ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით და არ განიხილავს მას. დღეს ყველა ერთმენეთს ჭკუას ასწავლის, აკრიტიკებს და დასცინის. იქნებ სულაც არ ვართ ის, რა წარმოდგენაც საკუთარ თავზე გვაქვს. იქნებ ილუზიაში ვცხოვრობთ და თავს ვიმშვიდებთ.
სიყვარული ვისთვის ტანჯვაა და ვისთვის ბედნიერება, თუმცა ორივეს სიყვარული ქვია.
რისთვის და ვისთვის გვინდა გამარჯვება, წარმატება და სიმდიდრე. და მერე… მერე არაფერი.
არ ვჯერდებით იმას, რაც გვეძლევა, გვინდა მეტი და უფრო მეტი.
თუ ოდესმე ადამიანის ტრაგედიაზე გითქვამს ღირსიაო, დაღუპული ხარ და აღარაფერი გადაგარჩენს.
როცა მართლა გიყვარს საკუთარი თავი, არასდროს სხვას არ ატკენ, არასდროს სხვას ცუდს არ უსურვებ, არასდროს სხვას თავს არ გადაამეტებ. საკუთარი თავის სიყვარულშია საიდუმლეობა და ვინც ამ საიდუმლოს ეზიარება ის მიაღწევს მწვერვალს. ეს მხოლოდ ღვთისნიერ ადამიანს შეუძლია.
გიორგი ჯაჯანიძე.

Newstime