წარმატებული ქართველი ახალგაზრდები

156

საინფორმაციო სააგნეტო “newstime”დაინტერესბეულია წარმატებული ახალგაზრდებით,ჩვენ კი მისი ჟურნალისტები, ვცდილობთ ვიპოვოთ ეს ადამიანები და მათი ისტორია გავხადოთ საჯარო და გავაცნოთ ხალხს, რადგან ჰქონდეთ მეტი სტიმული გახდნენ უფრო წარმატებულები.
ახლა მოგიყვებიტ ორ შესანიშნავ გოგონაზე, რომლებიც თავს არ ზოგავენ მიზნის მისაღწევად. საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვთ. ქეთი თორია და მარიამ დგებუაძე, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგონები, მაგრამ არაჩვეულებრივები იმ თვალსაზრისით, რომ აქვთ ძალიან კარგი სტრატეგიები ,თუ როგორ შეიძლება განვითარდნენ და ისწავლონ უფრო და უფრო მეტი.დავიწყოთ იქედან, რომ სკოლა დაამთავრეს წარჩინებით, ერთ-ერთმა ვერცხლის მედალი აიღო, სკოლის დამთავრებიშ შემდეგ კი უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძეს , ქეთიმ- ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში( 70% იანი გრანტით) პროგრამირებაზე, მარიამმა კი თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე ( 100 % დაფინანსებით).
2015 წელს საქართველოში ჩატარდა “smart-up georgia “, ეს იყო ქართულ-ესტონური პროექტი, რომლის მიზანიც იყო ტრენინგ-პროგრამირების საშუალებით სტუდენტების მომზადება მცირე ბიზნესის განსავითარებლად. ამ პროექტში მარიმ და ქეთიმ ერტობლივად მიიღეს მონაწილეობა და გავიდნენ მეორე ადგილზე. მათი იდეა იყო სტიკერების დაბეჭდვა კედლისთვის, ტექნიკისთვის და ასევე შეძლეს ხელმისაწვდომი ყოფილიყო ვებ აპლიკაციითაც. მონაწილეობდა 200 -მდე გუნდი, გოგონებმა კი მეორე ადგილზე გასვლა მოახერხეს. ისინი პროექტიის ფარგლებში შეხვდნენ საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებს,

11402388_443352542499691_5251523110197256320_o

როგორც გამარჯვებულები კი მიიღეს 3000 ლარი ჯილდოს სახით და ასევე გაემგზავრნენ ესტონეთში, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პრეზენტაციებში.

ისინი პროექტის დასრულების შემდეგაც მიიწევენ წინ, მარიამი 6 თვით იყო ჩინეთში წასული სასწავლებლად, ქეთი კი მალე ესტონეთში მიდის, რადგან გაიაროს მაგისტრატურის კურსები. ამჟამად კი დასაქმებულები არიან შემდეგ თანამდებობებზე : მარიამი-  გორგიაში, კატეგორიის მენეჯერის ასისტენტად. ქეთი კი ADVERTWISE-ში პროგრამისტად.

წარმატებები ვუსურვოთ მათ ბიზნების განხორციელებაში .

1924396_1536178433316010_4964666609691178424_n

11163163_10204396576774184_3981730350434007484_o

11426800_1122840714409663_3614393403477672233_o

11050114_1591323397801513_4015482732627925602_o

Newstime