რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტურგიას აღავლენს

134

რომის პაპი საქართველოს და აზერბაიჯანს ეწვევა. გამოქვეყნებულ პროგრამაში ნათქვამია, რომ ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პონტიფიკოსი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და კათოლიკოს-პარტრიარქ ილია მეორეს შეხვდება. ასევე გამართავს შეხვედრებს ადგილობრივ რელიგიურ თემებთან და კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლობებთან.

1 ოქტომბერს რომის პაპი აღავლენს ლიტურგიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, შემდეგ კი სვეტიცხოვლის ტაძარს ეწვევა. 2 ოქტომბერს რომის პაპი ფრანცისკე ბაქოში ჩავა.

Newstime