რატომ ადანაშაულებს ევროკომისია “გუგლს” კანონმდებლობის დარღვევაში?!

261

ევროკომისიამ კომპანია „გუგლი“ კვლავ დაადანაშაულა ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ „გუგლი“ საიტებზე კონკურენტების მიერ რეკლამების განთავსებას აფერხებს. ამ ქმედებების შედეგად მომხმარებლები ზარალდებიან, რომლებიც არჩევანში შეზღუდულები არიან. ევროკომისიამ „გუგლს“ ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც პრეტენზიები ჩამოაყალიბა. კომპანიას აქვს 10 დღე, რომ ბრიუსელის პრეტენზიებს უპასუხოს.

Newstime