ნიუ-იორკში გარდაცვლილი ახალგაზრდა მანჩო გიორგობიანის ვაჟია

304

 ნიუ-იორკში ქართველი ახალგაზრდა სანდრო ქოიავა დაიღუპა. სანდრო ქოიავა სამოქალაქო აქტივისტის მანჩო გიორგობიანის ვაჟია. მისი მეგობრების თქმით, ქოიავა თბილისიდან ამერიკაში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გარდაცვლილი ერთ-ერთ ღამის კლუბთან იპოვეს. სანდრო 22 წლის იყო, ის ამერიკაში ბიძასთან ცხოვრობდა.

Ambebi.ge მომხდარის შესახებ კომენტარისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყება აშშ-ში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს: “საკონსულო საქმის კურსშია, კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახთან და მივყვებით ყველა საჭირო, დადგენილ პროცედურას” – განგვიცხადეს უწყებაში.

სანდრო ქოიავას გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) წერს. მისი თქმით, სანდრო მისი ვაჟის, ნიკოს მეგობარი იყო: “ჩემი სანდრო, ჩემი ბიჭი, ყველაზე პატიოსანი და ზრდილობიანი… საშინელება მოხდა…”

სანდრო ქოიავა მეგობრობდა ნანუკა ჟორჟოლიანის შვილთან, მარიამ გეგუჩაძესთანაც. ტელეწამყვანმა ვრცელი პოსტი დაწერა ფეისბუქზე, რომელშიც გარდაცვლილს იხსენებს:

“მარიამი მისი მეგობრებით არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან! ვიცნობ თუ არა, მნიშვნელობა არ ააქვს. როგორც კი მესმის რომ მისი მეგობარია, მაშინვე ვხდები სუბიექტური და ალბათ ამის მიზეზი, ჩემი შვილის სიყვარულია მათ მიმართ. თითქმის ყველას ვიცნობ და ვემეგობრები. მიყვარს ყველა.

Newstime