მიხეილ სააკაშვილი: ოდესის აეროპორტმა შესაძლოა, ფუნქციონირება შეაჩეროს

206

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სააგენტო „უკრინფორმს” განუცხადა, რომ ოდესის აეროპორტმა შესაძლოა, ფუნქციონირება შეაჩეროს.

მისი თქმით, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ასაფრენი ბილიკის რემონტის, ან ახალი ბილიკის მშენებლობის გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა მიიღოს.

მათ ფული აქვთ და ნუ მეუბნებიან კიევიდან, რომ ამ პრობლემის შესახებ მათ არ იციან.თუ ასაფრენდასაფრენი ბილიკი არ შეკეთდება, ოდესის აეროპორტი შეიძლება გაჩერდესმე მათ ვაფრთხილებ“, – განაცხადა სააკაშვილმა კიევი- ოდესის ახალი რეისის პრეზენტაციაზე.

სააკაშვილის ინფორმაციით, 2017 წელს აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა დასრულდება.

http://reportiori.ge/

Newstime