ლარი მცირედით გამყარდა

85

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

15 ივლისს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3453 ლარი იქნება.

14 ივლისს ოფიციალური კურსი 2.3527 ლარი იყო.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა.

ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.6061 ლარად იქნება შესაძლებელი.

Newstime