კობა დავითაშვილი: ჩემი ცემის გადაწყვეტილება სააკაშვილმა მიიღო

202

პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი მისი ცემის ფაქტზე გამოძიების შედეგებს ეხმიანება და „ინტერპრესნიუსთან” საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულზე პასუხისგებაში მიცემული ზურაბ ადეშვილი „შუალედური რგოლია და გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მიერაა მიღებული”.

ძნელია იყო კმაყოფილი, იმის გამო რომ საქმე ასე გვიან გაიხსნა, მაგრამ სჯობს გვიანვიდრე არასდროს. რაც შეეხება იმას, რომ ადეიშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე მაინცმგონია, რომ ადეიშვილი შუალედური რგოლია და გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმამიიღო, ამიტომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მაგრამ ვერ დადგებაალბათ, სანამ ადეიშვილს არ დააკავებენ და არ დაკითხავენ. მე ასე მგონია, რომ ადიშვილისსაშუალებით გავლენ სააკაშვილზე“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმე გახსნა.

პროკურატურის ინფორმაიცით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით განხორციელდა.

http://reportiori.ge/

Newstime