იოჰანეს ჰანი – ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ბიზნესის განვითარებისთვის 180 მილიონ ევროს გამოყოფს

214

საქართველო როგორც ქვეყანა და რეგიონული ჰაბი ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ამის შესახებ ვროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ქართულ მედიასთან განაცხადა.

“მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პოზიტიური მიღწევები. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა. ჩვენ უკვე ვხედავთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირველ პოზიტიურ შედეგებს. მსურს აღვნიშნო, რომ ეკონომიკური განვითარება რეგიონში სტაბილურობის საფუძველია, ხოლო სტაბილურობა სამეზობლოში ევროკავშირის მიზანია. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. ამიტომ საქართველო ჩვენთვის მთავარი სტარტეგიული პარტნიორია არა მხოლოდ როგორც ქვეყანა, არამედ ასევე როგორც რეგიონული ჰაბი, რომელიც გვეხმარება სტაბილურობის უზრუნველყოფაში”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

იოჰანეს ჰანის ინფორმაციით, ევროკავშირი სოფლის მეურნეობის სფეროში ბიზნესის ხელშეწყობისთვის უახლოეს წლებში 180 მილიონ ევროს გამოყოფს.

“ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვინახულოთ სასოფლო-სამეურნეო პროექტები.საქართველოს მოაახლეობის 50 პროცენტი პირდაპირ ან ირიბად სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული. ჩვენ უახლოესი წლების განმავლობაში გამოვყოფთ 180 მილიონ ევროს სოფლის მერუნეობის სფეროში ბიზნესის განვითარებისთვის”, – აღნიშნა ჰანმა.

http://2030.news/

Newstime