გამოიყენებს თუ არა საფრანგეთი ავიამზიდ “შარლ დე გოლს” “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად ?!

302

საფრანგეთი ავიამზიდ “შარლ დე გოლს” ექსტრემისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თავდაცვის სამინისტროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ოლანდის თქმით, შემოდგომაზე ავიამზიდი სპარსეთის ყურეში დაბრუნდება.

“ჩვენ გავააქტიურებთ ძალისხმევას ერაყის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად, რომლებიც მოსულის გათავისუფლებას ცდილობენ”, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

ფრანსუა ოლანდის თქმით, ავიამზიდი მონაწილეობას მიიღებს ოპერაცია “შამალში”, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე ავიადარტყმების განხორციელებას ითვალისწინებს.

“შარლ დე გოლი”, რომელიც ექსპლუატაციაში 2001 წელს შევიდა, საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთადერთი მოქმედი ავიამზიდია.

Newstime