ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა

233

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ტერეზა მეიმ ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ მეორისგან მთავრობის ფორმირების შეთავაზება ოფიციალურად მიიღო. ამგვარად, ტერეზა მეი ოფიციალურად გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

ტერეზა მეის ბუკინგემის სასახლეში მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე თანამდებობის გათავისუფლების თხოვნით დედოფალს დევიდ ქემერონმა მიმართა.

ახლა ტერეზა მეი დაუნინგ სტრიტის ათ ნომერში მდებარე პრემიერის რეზიდენაციაში მივა და მთავრობის მეთაურის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგება. მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ, ის დიდი ბრიატენთის ისტორიაში მეორე ქალი პრემიერ-მინისტრია.

დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს ევროკავშირის წევრობის შესახებ გამართულ რეფერენდუმში “ბრექსითის” მომხრეთა გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

Newstime