„რუსთავი2“-ის თანამშრომლები უზენაეს სასამართლოს მიმართავენ

208

„რუსთავი2“-ის თანამშრომლები უზენაეს სასამართლოს მიმართავენ.

როგორც არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, პირველი ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო.

„ჩვენ დღეს რუსთავი 2“-ის გუნდი, ერთიანი გუნდი, რომელშიც ბზარის შეტანა ვერ მოხერხდა და ვერც მოხერხდება, მივმართავთ უზენაეს სასამართლოს ჩვენ ფოსტის მეშვეობით ჩავაბარეთ საკასაციო საჩივარი იმ რწმენით, რომ პირელი ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არის უკანონო და არაფერი აქვს საერთო სამართლიან სასამარლოსთან. ჩვენი ყველა საპროცესო უფლება იქნა დარღვებული ორივე ინსტანციის სრულიად უკანონო გადაწყვეტილებით.  მოვუწოდებთ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ნუ გახდება დაკვეთის შემსრულებელი, ისე როგორც წინა ინსტანციები, გადაარჩინოს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, რაც მთავარია გადაარჩინოს ქვეყანაში მართლმსაჯულების და საერთო სასამართლოების რეპუტაცია“, – განაცხადა გვარამიამ.

 

Newstime