მილიონერი დედა: “ვერანაირად ვერ ვანდობ ჩემს შვილს ძიძას!”

287

ტამარა ეკლსტოუნი უზარმაზარი ქონების მეპატრონის ქალიშვილია და მილიონერის ცოლი, თუმცა მას მერე, რაც შვილი გაუჩნდა, სულაც არ უცდია, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში სუპერძიძები მოეძებნა. “ფორმულა-1”-ის მფლობელ ბერნი ეკლსტოუნის ერთ-ერთი ქალიშვილი ლონდონში უძვირფასეს სახლში ცხოვრობს და თავის სხვა საქმეებთან ერთად, ბოლო პერიოდში 8 თვის გოგონას უვლის. 30 წლის ტამარამ აღიარა, რომ საკმაოდ დაიღალა, თუმცა მაინც არ გეგმავს ძიძის აყვანას.
“დავრწმუნდი, რომ ძალიან დავიღალე. სოფიაზე ზრუნვის გარდა თმის მოვლის საშუალებების ახალი ხაზი ჩავიბარე და მის პიარზე აქტიურად ვმუშაობ, სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში დავდივარ. სოფიაც თან დამყავს ყველგან. ვერაფრით ვერ ვანდობ ჩემს გოგონას ძიძებს – ჯერ ერთი, მეშინია, რომ სხვა ქალს არ მიეჩვიოს. დედობრივი ეჭვიანობა მკლავს. თანაც, ვერ ვენდობი სხვებს”, – ამბობს ტამარა.

Newstime