თბილისში ქმარმა 20 წლის ცოლს ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

215

თბილისში, ფონიჭალაში, ქმარმა 20 წლის მეუღლე მოკლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ქმარმა ყელის არეში, ცივი იარაღით დაჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წინასწარი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე ცხელ კვალზე დააკავეს. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. შესაბამისად, საქმეც სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა აღძრული.

Newstime