დავით სერგეენკო: გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტს პარტიის ახალი სახეები წარუდგინა

255

ჯანდაცვას მინისტრის დავით სერგეენკო განცხადებით, ის საპარლამენტო არჩევნებში არც პროპორციულ და არც მაჟორიტარულ სიაში არ იქნება. როგორც სერგეენკომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა,  გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტს პარტიის ახალი სახეები წარუდგინა.
„ახლახან დამთავრდა ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა. ხვალ, 2 საათზე ზუსტად დასახელდება ეს კანდიდატები. შეხვედრის მიზანი იყო, რომ ჩვენთვის გაეცნო ისინი. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ვიცნობდით. ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება და თითოეული მათგანი შეძლებს, რომლებიც ძალიან კარგი სპეციალისტები არიან თავიანთი საქმის, მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ ამ მხრივ“, – აღნიშნა მინისტრმა.

http://kvira.ge/

Newstime