გუკა რჩეულიშვილი – მე მაქვს ყველა საბუთზე ხელი მოწერილი და სალომე ჩარკვიანის დაჭერა უბრალოდ სასაცილოა

318

“ცენტრ პოინტის” გენერალური დირექტორი გუკა რჩეულიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

როგორც ვიდეოშია ნათქვამი, რჩეულიშვილი თავად აწერდა ხელს ყველა საბუთს და სალომე ჩარკვიანი არაფერ შუაშია. მისივე თქმით, ის ჩაბარებას აპირებს და აუცილებლად დაამტკიცებს საკუთარ სიმართლეს.

როგორც გუკა რჩეულიშვილმა აღნიშნა, რადგან ის იყო კომპანიის გენერალური დირექტორი, მოსამართლეს არ ექნება სხვა გზა, რომ არ გაათავისუფლოს დაკავებული სამი პირი.

საქალაქო სასამართლომ “ცენტრ პოინტის” საქმეზე ოთხივე ბრალდებულს სალომე ჩარკვიანს, ირაკლი მინდელს, მაია რჩეულიშვილს და გუკა რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

http://2030.news/

Newstime