არჩილ თალაკვაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ “ცენტრ-პოინტის“ თემა წინასაარჩევნოდ გაააქტიურა

183

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ “ცენტრ-პოინტის“ თემა სპეციალურად, წინასაარჩევნოდ გაააქტიურა.
როგორც თალაკვაძემ ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში განაცხადა, პროკურატურამ ეტაპობრივად არაერთი რთული და რეზონანსული საქმე გამოიძია.
„პროკურატურამ არაერთი რთული საქმე გამოიძია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა ამ საქმეებზე ჩატარებული გამოძიებები და ეს არ ხდება არჩევნებამდე ერთ-ორი, ან ოთხი თვის წინ, მე შემიძლია არაერთი რეზონანსული საქმე მოგიყვანოთ, რომელიც პროკურატურამ ძალიან მაღალი სტანდარტით გამოიძია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Newstime