ალექსანდრე ჯეჯელავა – ვფიქრობთ, რომ გაცილებით მეტი მასწავლებელი იქნება მოტივირებული უფრო ხარისხიანი გაკვეთილები ჩაატაროს

116

მასწავლებლების განვითარების სქემის საპილოტო მოსინჯვა დასრულდა,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მასწავლებლები აღნიშნულ სქემას მხარს უჭერენ, თუმცა გამოვლინდა ხარვეზებიც. როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი უკმაყოფილების მიზეზი ვიდეო-გაკვეთილების კომპონენტი იყო.

„გამოვლინდა იქ ხარვეზები და ერთ-ერთი მთავარი უკმაყოფილების წყარო იყო ვიდეო-გაკვეთილის კომპონენტი, რომელიც რთულად და არაშესაფერისად ჩათვალეს მასწავლებლებმა. მე მინდა ვთქვა, რომ სხვა ცვლილებებთან ერთდ, სქემას ვავითრებთ, ეს ვიდეო-გაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება. ამაზე გვქონდა კონსულტაცია მასწავლებლის პროფესიულ კავშირთანაც, ჩვენს სამსახურებთანაც, არ ვაუქმებთ, გავაჩენთ ალტერნატივას, თუმცა ეს იქნება ნებაყოფლობითი და ამის შედეგად მოველით, რომ გაცილებით მეტი მასწავლებელი იქნება მოტივირებული, რომ პროფესიული მომზადების შემდეგ საფეხურზე გადავიდეს და გაცილებით უფრო ხარისხიანი გაკვეთილები ჩაატაროს და განათლება მისცეს ჩვენს მოსწავლეებს. მე ვფიქრობ, ეს სქემა თავად დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და კონკრეტულად ეს ცვლილებები, რაც ახლა შედის, იქნება პოზიტიური ამ სისტემის შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის“,- აღნიშნა მინისტრმა.

Newstime