15 ივლისიდან სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების ახალი პროექტი FixALL Summer Job Challenge იწყება

200

15 ივლისიდან საზაფხულო დასაქმების ახალი პროექტი FixALL Summer Job Challenge იწყება. პროექტს Fxall.ge ახორციელებს, რომელიც 2 სტუდენტს დაასაქმებს, გამოიწვევს 2 პარტნიორ ორგანიზაციას, რომ მათ იგივე გააკეთონ და დაასაქმონ სტუდენტები ზაფხულის განმავლობაში.

როგორც პროექტის ორგანიზატორმა მიხეილ გაბელიამ განაცხადა, კომპანიის ერთ-ერთი მიმართულება სტუდენტებზე ზრუნვაა. პროექტი FixALL Summer Job Challenge ახალგაზრდებისთვის სამუშაო გამოცდილების დასაგროვებლად და ზაფხულში მოკლევადიან სამსახურში თანხის გამომუშავების ხელშესაწყობად წამოიწყეს.

მიხეილ გაბელია იმედოვნებს, რომ ჯაჭვი გაგრძელდება და ბევრი სტუდენტის დასაქმებას შეძლებენ.

პროექტის პრეზენტაცია 14 ივლისს თსუ-ში გაიმართება. სტუდენტების დასაქმებაში ჩართულია რამდენიმე კომპანია: Publicis Groupe, „გორგია“, „დიო“, Hotsale, VIPCLUB.

http://2030.news/

Newstime