“წითელ ხიდზე” არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

302

საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს (52.43 გრ) ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის საქონლის საბაჟო ღირებულებამ 5895.97 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე -10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5895.97 ლარის ოდენობით. შემთხვევა 10 ივლისს მოხდა.

Newstime