ჩრდილოეთ კორეა აშშ-სთან კომუნიკაციას წყვეტს

91

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ვაშინგტონთან ყველა დიპლომატიურ კომუნიკაციას წყვეტს, რომელიც გაეროს ნიუ იორკის ოფისის მეშვეობით ხორციელდებოდა.

გასულ კვირას, შეერთებულმა შტატებმა კიმ ჩენ ინს და ჩრდილოეთ კორეის რამდენიმე ოფიციალურ პირს, ბირთვული პროგრამის გამო პერსონალური სანქციები დაუწესა.

საპასუხოდ, კი ფხენიანმა შეერთებულ შტატებთან კომუნიკაციის ერთ-ერთ ბოლო არხიც გადაკეტა.

Newstime