ქერტლის საწინააღმდეგო ნიღბები

94

ქერტლის მოცილება ბუნებრივი შინაურული საშუალებებითაც შესაძლებელია. 3-5 კოვზ წვრილად დაკეპილ ჭინჭარს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ 10 წუთი ორთქლის აბაზანაზე. გააცივეთ, გადაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში ყოველ დღე.
4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი გაათბეთ წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი. შეიზილეთ თბილი ნარევი დაბანამდე 1 საათით ადრე.
2 კვერცხის გულს დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, რამოდენიმე წვეთი აბუსალათინის ზეთი. შეიზილეთ თმის ძირებში დაბანამდე 2 საათით ადრე.
1 სუფრის კოვზ ხახვის წვენს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი არაყი, 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის

ზეთი. შეიზილეთ თმის ძირებში და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ნიღაბი მშრალი თმისთვის

1 სუფრის კოვზი აბუსალათინის და ამდენივე ზეითუნის ზეთს დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი. შეიზილეთ თმის ძირებში და 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის

თანაბარი რაოდენობით შეურიეთ თაფლი, არაჟანი ან მაიონეზი, ალოეს წვენი, ლიმონის წვენი, აბუსალათინის ზეთი. დაუმატეთ 2 კბილი დასრესილი ნიორი. შეიზილეთ თმის ძირებში და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.
1 სუფრის კოვზ ოროვნადის წვრილად დაჭრილ ფესვებს, დავასხათ 1 ჩაის ჭიქა ნებისმიერი სახეობის მცენარეული ზეთი, გავაჩეროთ 2 კვირა ოთახის ტემპერატურაზე ბნელ ადგილას. გადავწუროთ,. შევიზილოთ თმის ძირებში და 1 საათის შემდეგ ჩამოვიბანოთ.

http://www.mkurnali.ge/

Newstime