სკანდალი:საქართველოს მოქალაქემ სოჭში პირი ამოიკერა

98

სოჭში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. „ტასის“ ცნობით, ეს ადამიანი მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევისთვის დააკავეს და მას ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრება.
„მამაკაცი დასახლება ლაზარევსკის დროებითი დაკავების განყოფილებაში იმყოფება. მან რუსეთიდან დეპორტაციის პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა“, – განუცხადა „ტასს“ პოლიციის წარმომადგენელმა.
ამ ფაქტის შემდეგ მამაკაცს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში გადაიყვანეს.

Newstime