სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა

172

ირიაში კიდევ ერთი პანკისელი, 25 წლის ბეთხან ტოხოსაშვილი დაიღუპა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის თავის უფროს ძმასთან ერთად სირიაში ორი წლის წინ გაემგზავრა. ამ წუთებში პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ტოხოსაშვილების ოჯახში სამძიმარს იღებენ. “ხომ იცი, ხალხი ერიდება ამ თემაზე საუბარს. მხოლოდ ის ვიცი, რომ 25 წლამდე ასაკის იყო და ცოლი ჰყავდა. ორი წელი მაინც არის, რაც სირიაში წავიდა. მის ძმაზეც ამბობენ, იქ არისო, მაგრამ მე ზუსტად არ ვიცი. წუხელ გარდაცვლილა დაბომბვის დროს, როგორც ამბობენ. ფაქტი დასტურდება, რადგან ოჯახი სამძიმარს იღებს”, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პანკისის ხეობის ერთ-ერთმა მკვიდრმა.

Newstime