სენსაცია ჩენგ ვაი – ადამიანი, რომელიც 17 წელი მიწაში იყო ჩაფლული და ცოცხალი გადარჩა

277

ეს ამბავი 2013 წელს ჩინეთში, სინძიანის დასავლეთ პროვინციაში მოხდა. ქვანახშირის ძველ მაღაროში მომუშავე ჯგუფი წარმოუდგენელი ისტორიის მომსწრე გახდა, როდესაც მიწიდან ცოცხალი ადამიანი ამოთხარეს.

ეს იღბლიანი ადამიანი 59 წლის ჩენგ ვაი არის. შემოწმებისთვის ჩენგი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო ექსპერტებმა მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა უარყოფითად შეაფასეს.

1997 წელს სინძიანის პროვინცია 7,8 ბალი მაგნიტუდის მიწისძვრამ შეძრა. მიწისძვრის შედეგად ქვანახშირის მაღაროს ხის კონსტრუქციები ჩამოიშალა და გვირაბი ჩაიხერგა. ამ დროს გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროში მომუშავე მთლიანი პერსონალი ადგილზევე დაიღუპა. თუმცა საოცარი ის არის, რომ ჩენგმა გადარჩენა მოახერხა. ჩენგს მიწისქვეშ ცხოვრება 78 გვამის გვერდით უწევდა. როგორც მისგან გახდა ცნობილი, მის გვირაბში პატარა სავენტილაციო ხვრელი იყო, რომელიც ზედაპირს უკავშირდებოდა, რამაც საშუალება მისცა, ესუნთქა.

ჩენგმა ბრინჯისა და წყლის საკმაოდ დიდი მარაგი იპოვა სპეციალურ საავარიო დეპოში. სურსათის ამოწურვის შემდეგ კი იძულებული გახდა, ვირთხებითა და ხავსებით ეარსება.

მიუხედავად მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობისა, ჩენგმა მოახერხა და თავისი დაღუპული კოლეგები შესაბამისად დაკრძალა. ამ ურთულესი საქმისთვის მას თითქმის ერთი წელი დასჭირდა.

Newstime