რა გახდა ზუგდიდში პოლიციელისა და მაღაზიის მეპატრონეს შორის დაპირისპირების მიზეზი?!

88

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელსა და ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონეს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შემთხვევა საპატრულო პოლიციასთან ახლოს მოხდა. დაპირისპირების შემდეგ დავით ბარამიამ შემთხვევის ადგილი მალევე დატოვა, თუმცა დაბრუნებულს პოლიციელი იარაღით და მუქარით დახვდა. ფაქტს პოლიციის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. დავით ბარამიას ამ წუთებში პროკურატურაში კითხავენ.

Newstime