პომიდორი ინსულტის განვითარების რისკს ორჯერ ამცირებს

92

დადგენილია, რომ პომიდორი ინსულტის განვითარების რისკს ორჯერ ამცირებს. ამ პროდუქტის მოყვარულებს, საზოგადოდ, ჯანმრთელი სისხლძარღვები აქვთ. ამის მიზეზი პომიდორში ლიკოპინის უხვი შემცველობაა. ლიკოპინი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც ამცირებს სისხლის წებოვნებას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. რაც მთავარია, ლიკოპინს შეიცავს არა მხოლოდ პომიდვრის ახალი ნაყოფი, არამედ მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქტებიც (წვენი, ტომატ-პასტა, სხვადასხვა კონსერვი). ამასთან, თერმული დამუშავება არ ამცირებს ანტიოქსიდანტის შემცველობას.

შეგახსენებთ, რომ პომიდორი ლიკოპინის შემცველობით ჩემპიონია. აღნიშნულ ანტიოქსიდანტს შეიცავს აგრეთვე საზამთრო, ვარდისფერი და წითელი გრეიპფრუტი, თუმცა, გაცილებით მცირე რაოდენობით.

http://www.mkurnali.ge/

Newstime