ორი წარმატებული, ახალგაზრდა ქალი მეწარმე

393

საქართველოში პირველად „Fortune cookie”-ის მსგავსი, ქართული პროდუქციის წარმოება დაიწყო.

უგემრიელესი ხრაშუნა ორცხობილა, რომლის შიგნით მოთავსებულია იღბლიანი, განსხვავებული შეტყობინებები.

კომპანია „ფორტუნა“ს უკან ორი  ახალგაზრდა პიროვნებაა თამარ კანაშვილი და ქეთი ჭყოიძე, რომლებიც სრულიად სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწეობენ.

თამარი ორგანიზაცია Speak Up in Georgia-ს ხელმძღვანელია, სხვადასხვა სფეროს მიმართულებით ტრენერი, მრავალ ქვეყანაში მიღებული გამოცდილებით;

ქეთევან ჭყოიძე ფსიქოლოგია და ლექტორი, მენეჯერული და საერთაშორისო გამოცდილებით;

ორივესთვის ეს საქმიანობა ჰობია, რომელიც ამჟამად იკიდებს ფეხს ქართულ ბაზარზე და იმედოვნებენ, რომ ქართველების საყვარელი ორცხობილა გახდება, რომლითაც შეივსება და გახალისდება კორპორატიული საღამოები, დაბადების დღეები, რესტორნები, ღონისძიებები, სხვადასხვა აქტივობები.

ჩვენი მხრიდან ვუსურვებთ წარმატებებს ფორტუნასა და მათ დამფუძნებლებს.

 

Image may contain: food

Image may contain: food

Image may contain: 4 people, people smiling, people sitting, food and indoor

Newstime