მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს

228

„ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებულებს –  მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს მოსამართლე რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა.

ბრალდებული ოთხი პირიდან სამი დაკავებულია, ხოლო გუკა რჩეულიშვილზე ძებნაა გამოცხადებული.

Newstime