იტალიაში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად 12 ადამიანია დაღუპული

156

იტალიის სამხრეთ ნაწილში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. წინასწარი ცნობით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, ათობით კი დაშავებულია.

სარკინიგზო კატასტროფა იტალიის ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბარისთან მოხდა. მატარებლების შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

Newstime