თუ ლოყებზე მუწუკები მოგიმრავლდათ

106

მოგეხსენებათ, საზოგადოდ კანი და მით უფრო სახისა, შინაგან ორგანოთა ჯანმრთელობის სარკეა. როდესაც შინაგან ორგანოთა ფუნქცია მწყობრიდან გამოდის და ისინი ვეღარ უმკლავდებიან მათში აღმოცენებულ პრობლემებს, ამის შესახებ კანზე გარკვეული სახის გამონაყარით გვამცნობენ. რაც მთავარია, ორგანიზმის თითოეულ ორგანოს მისი შესაბამისი კანის უბანი აქვს, ანუ ადგილი, რომელზეც ჰპოვებს ასახვას. მაგალითად, ფილტვებში ჭარბი სითხისა და ლორწოს დაგროვების დროს, ლოყებზე ხშირად ვითარდება წვრილი წითელი მუწუკები.

ასეთ დროს გირჩევთ მოამზადოთ სამკურნალო კოქტეილი

აიღეთ ნახევარი ჭიქა წვრილად დაქუცმაცებული ალოეს ფოთოლი, ნახევარი ჭიქა წვრილად დაქუცმაცებული ლიმონის ქერქი და 2 ჭიქა თაფლი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ ერთი კვირა. მიიღეთ სამი სადილის კოვზი ყოველი ჭამის წინ 20 წუთით ადრე მინიმუმ 40 დღის განმავლობაში. შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ კურსი. მკურნალობის პროცესში მაქსიმალურად შეზღუდეთ ცხიმიანი და შაქრის შემცელი პროდუქტების მიღება.

თუ ლოყებზე წითელი მუწუკების ნაცვლად თეთრი თავების მქონე ე.წ ჩირქგროვები განვითარდა, ეს იმას ნიშნავს რომ “რევოლუცია” ნაწლავებშია. ზემოთ დასახელებული კოქტეილი ამ დროსაც გამოგადგებათ. ოღონდ მითითებულ პროდუქტებთან ერთად რძის ნაწარმის მიღებაც უნდა შეზღუდოთ მკურნალობის პროცესში.

http://www.mkurnali.ge/

Newstime