თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობას დატოვებენ, აგულაშვილმა სხვა არჩევანი გააკეთა – დავით უსუფაშვილი

135

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, კოალიციური თანაცხოვრება “ქართულ ოცნებასთან” დასრულებულია და პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.

როგორც სპეციალურ ბრიფინგზე უსუფაშვილმა განაცხადა, თანამდებობას დატოვებს ორი “რესპუბლიკური” პარტიის ლიდერი, რომელიც მინისტრის პოსტს იკავებს.
ესენი არიან – თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობი სსაკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრს, უსუფაშვილის განცხადებით აგულაშვილმა სხვა არჩევანი გააკეთა.

Newstime