თბილისის მერიამ კურიოზული შეცდომა დაუშვა !

231

100 წლის ქალს, რომელიც ათასი ლარით უნდა დაეჯილდოვებინა, თბილისის მერიამ, შეცდომით, გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურება შესთავაზა

თბილისის მერიაში მომხდარი კურიოზული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქზე“ ვრცელდება: თბილისის მერიამ 100 წლის ქალს, რომელიც 1000 ლარით უნდა დაეჯილდოვებინა, შეცდომით სარიტუალო მომსახურება შესთავაზა.

 

ამის შესახებ მხცოვანი ქალბატონის შვილიშვილი ანა მამრიკაშვილი წერს:

 

„ჩემს ბებოს ერთი თვის წინ 100 წელი შეუსრულდა. გავიგეთ, რომ ნარმანიას ახალი ბრძანებით 100 წელს მიღწეულთ 1000 ლარს სჩუქნიდნენ.ეს ინფრომაცია მერიის ცხელ ხაზზეც დაგვიდასტურეს. შესაბამისი დოკუმენტაციაც ჩავაბარეთ და ერთი თვეა პასუხს ველოდებოდით. რამდენჯერმე ცხელ ხაზზე დავრეკეთ და გვიპასუხეს, რომ საკითხის განხილვა მიმდინარეობდა. დღეს მერიიდან შემდეგი სახის sms მივიღეთ:

 

„თქვენი მოთხოვნა N 12……. დაკმაყოფილებულია, სარიტუალო მომსახურეობას გაგიწევთ შპს “ჰერმესი” უსასყიდლოდ, საგარანტიო წერილის მისაღებად, გთხოვთ, მობრძანდით მერიაში“.

 

კომიკურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ!“, – ასკვნის ანა მამრიკაშვილი.

წყარო: fmabkhazia.com

Newstime