ექსკლუზივი – რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტურგიას აღავლენს

137

ვატიკანმა რომის პაპის საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის პროგრამა გამოაქვეყნა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პონტიფიკოსი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და კათოლიკოს-პარტრიარქ ილია მეორეს შეხვდება. ასევე გამართავს შეხვედრებს ადგილობრივ რელიგიურ თემებთან და კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლობებთან. 1-ელ ოქტომბერს რომის პაპი აღავლენს ლიტურგიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, შემდეგ კი სვეტიცხოვლის ტაძარს ეწვევა. 2 ოქტომბერს რომის პაპი ფრანცისკე ბაქოში ჩავა.
წყარო : გაზეთი “ახალი თაობა”

Newstime