დავით უსუფაშვილი – პრემიერ-მინისტრის თავსატეხია, როგორ და სად მოძებნოს ასეთი ძალიან კარგი მინისტრების, ძალიან კარგი შემცვლელები

202

ეს უკვე პრემიერ-მინისტრის თავსატეხია, როგორ და სად მოძებნოს ასეთი ძალიან კარგი მინისტრების, ძალიან კარგი შემცვლელები და მას წარმატებას ვუსურვებ ამაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის შესაძლო შემცვლელებს შეეხებოდა.

„ეს უკვე პრემიერ-მინისტრის თავსატეხია, როგორ და სად მოძებნოს ასეთი ძალიან კარგი მინისტრები, ძალიან კარგი შემცვლელები და მე მას წარმატებას ვუსურვებ ამაში, რადგან ჩვენ ძალიან კარგი მინისტრები გვჭირდება მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელები“ დატოვებენ თანამდებობას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით,  „რესპუბლიკელი“ თავდაცვის მინისტრი იყო ძალიან კარგი თავდაცვის მინისტრი.

„დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრი ამ თანამდებობაზე ისეთ ადამიანს დანიშნავს, რომელიც გააგრძელებს ამ სფეროში ძალიან წარმატებულ რეფორმებს, პოლიტიკას, გვარები უკვე პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

http://2030.news/

Newstime