ახალი ქართული ფილმი ოსკარზე

184

ამერიკის კინოაკადემიამ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს მიმართა თხოვნით, შეირჩეს 2016 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან.
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კანდიდატი ფილმის ასარჩევად განაცხადების მიღებას.
განიხილება ფილმები, რომლებიც აკმყოფილებს შემდეგ მოთხოვნას:
• 2015 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე 7 დღის ვადაში უწყვეტად იდგა/დადგება კინოთეატრში;
• აღნიშნულ ფილმს გააჩნდა ინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრელერი);
• ფილმს მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში.
• ფილმი, მის სათეატრო პრემიერამდე, არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით;
• ფილმის შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები და/ან რეზიდენტები;
• განაცხადში ფილმის მწარმოებელმა უნდა დაადასტუროს, რომ ფილმი აკმაყოფილებს, ან დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს და მას აქვს უფლება და სურვილი, წარმოადგინოს ფილმი განსახილველად.
• განაცხადს მწარმოებელმა უნდა დაურთოს ფილმის ასლი DVD/BluRay ან DCP-ზე, ინგლისურენოვანი სუბტიტრების თანხლებით. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრინდება ფილმების განხილვის შემდეგ. DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში.
• წარმოდგენილი ფილმის ვარიანტი უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად, კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს.
• განაცხადს უნდა ერთვოდეს ფილმზე მომუშავე პირების სია (Credit List) იგლისურ ენაზე, კინოცენტრის/კინოაკადემიის შემოთავაზებულ ფორმატში.
• განაცხადს უნდა ერთვოდეს ფილმის გაშუქების მასალები ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (სტატია, რეცენზია, ბლოგი), ასეთის არსებობის შემთხვევაში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 30 ივლისი.
სხვა პირობები:
• იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კომერციულ კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 30 სექტემბრამდე ფილმი 7-დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე და დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.
• კვალიფიციური ფილმების ჩვენება კომისიის წევრებისათვის გაიმართება სექტემბერში;
• კომისიის წევრების მიერ ამერიკის კინოაკადემიისთვის წარსადგენი ერთი ფილმი განხილვისა და კენჭისყრის შედეგად შეირჩევა.

Newstime