ადვოკატი სალომე ჩარკვიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 20 ათას ლარიან გირაოს ითხოვს

185

“ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორის სალომე ჩარკვიანის ადვოკატი მარიამ ფხალაძე მის დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიებად 20 ათას ლარიან გირაოს ითხოვს. – ამის შესახებ ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა საზოგადიებისთვის ცნობილი პირები დაასახელა, ვინც სალომე ჩარკვიანს თავდებში უდგება. ესენი არიან:  გია ჟორჟოლიანი, ირაკლი ტრიპოლსკი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, ზაზა პაპუაშვილი, თამაზ ყაჭეიშვილი და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე მეუფე გერასიმე.

20 ათას ლარიან გირაოს ითხოვს აღკვეთ ღონისძიებად “ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორის ირაკლი მინდელის ადვოკატიც.

“ირაკლი მინდელი დაკავებულია თანხების მითვისების გამო. აღნიშნულ ბრალდებაში მინდელი თავს დამნაშავედ არ ცნობს, თანხები მას არ მიუთვისებია და ამას ჩვენ სასამართლო პროცესზე დავადასტურებთ, – ამის შესახებ ირაკლი მინდელის ადვოკატმა თეიმურაზ ჯღამაძემ სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა.

დღეს განიხილება მინდელის აღკვეთის ღობისძიების შესაძლებლობა. პროკურატურა ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, შევდივართ შუამდგომლობით, რომ მას გირაო შეეფარდოს 20 000 ლარის ოდენობით”, – აღნიშნა ადვოკატმა.

Newstime