“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წარდგენა საგურამოში 14 ივლისს შედგება?!

204

მმართველი გუნდის საარჩევნო სია ცნობილი თავად “ქართული ოცნების” წევრებისთვის 14 ივლისს გახდება. ტელეკომპანია “იბერიას” ინფორმაციით, ახალი სახეების წარდგენა საგურამოში შედგება. ტელეკომპანიის ცნობით, დღეს მმართველი გუნდის ყველა დეპუტატს მიპატიჟების ერთი და იგივე შინაარსის სატელეფონო შეტყობინება მიუვიდათ. “იბერიას” ინფომრაციით, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ერთ-ერთი “ჯინდალ პეტროლიუმის” გენერალური დირექტორი ბექა ოდიშარია იქნება. ასევე სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კენჭს მთაწმინდაზე იყრის. მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში, საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება შევარდნაძის მთავრობის მინისტრი სოლომონ პავლიაშვილი. ტელეკომპანიის ინფომრაციით, ძველი სახეებიდან “ქართული ოცნება” მაჟორიტარი კანდიდატების სიაში აღარ იქნებიან: სოსო ჯაჭვლიანი, დავით ლორთქიფანიძე, ნუკრი ქანთარია, გოგი ქავთარაძე, ფატი ხალვაში, ზაზა პაპუაშვილი და თამაზ ჯაფარიძე. ახმეტაში ზურაბ ზვიადაურს გელა სამხარაულით ჩაანაცვლებენ. ისევ დედოფლისწყაროში იყრის კენჭს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი.

წყარო: timesnews.ge

Newstime