სასწრაფოდ:დარიალის ხეობაში მოძრაობა 17 საათიდან 05:30 საათამდე შეიზღუდება

162

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე მოძრაობა 17 საათიდან 05:30 საათამდე შეიზღუდება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს წყალგამტარი მილის მოწყობის სამუშაოებს, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 11 ივლისის 17:00 საათიდან 12 ივლისის 05:30 საათამდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Newstime