სად და რამდენად იქნება შესაძლებელი კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა?!

287

კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 ლარიდან დაიწყება,- ამის შესახებ Black Sea Arena-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბილეთების ფასი 50, 60 და 100 ლარი იქნება. VIP ადგილები კი 600 ლარი ეღირება. იქნება კიდევ 150 და170 ლარიანი ბილეთებიც.

ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა.

აგილერა კონცერტზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ბილეთების გაყიდვა tkt.ge -ზე 12 ივლისს დილის 9 საათზე დაიწყება.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, უახლოეს დღეებში საზოგადოებას სხვა ვარსკვლავების ვინაობასა და ჩამოსვლის თარიღებს გააცნობენ.

კრისტინა აგილერას კონცერტი 30 ივლისს Black Sea Arena-ზე გაიმართება.

 

Newstime