„ვის აბოლებ, ჩემო ძმაო, ზურა, ვის?!.. მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს ქალაქი მკვდარია“

207

„ქართული ოცნების“ შიდა კვლევებთან დაკავშირებით “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში კომენტარს აკეთებს იურისტი ვალერი გელბახიანი.

„ვის აბოლებ, ჩემო ძმაო, ზურა, ვის?! ფიქრობთ, ამას ვინმე დაიჯერებს?! ეს ბიძინა ივანიშვილის საამებლად გაკეთებული განცხადებაა. უხეშად რომ ვთქვათ, დღეს პოლიტიკურ ველზე 7 მოთამაშეა, რომლებსაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ. მითხარით, როგორ უნდა გაიყოს ხმები 7-ზე ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ორმოცდაათს პლუს ერთი მიიღოს?! გგონიათ, მაჟორიტარებიდან 73 მანდატს აიღებს ბიძინა ივანიშვილი?! მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს ქალაქი მკვდარია. დამითვალეთ, როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ 100 მანდატის მიღებას და უსინდისო ვიყო, ხმა თუ ამოვიღო.“ – აცხადებს გელბახიანი “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში
წყარო: ასავალ დასავალი

Newstime