ბანკი რომელიც თქვენს ანგარიშზე ყოველდღიურად 84, 400 ლარს რიცხავს

121

ბანკი რომელიც თქვენს ანგარიშზე ყოველდღიურად 84, 400 ლარს რიცხავს
წარმოიდგინეთ,რომ არსებობს ბანკი, რომელიც ყოველ დილით თქვენს ანგარიშზე 86,400 ლარს რიცხავს.დღის დასასრულს ბანკს უკან მიაქვს ის თანხა,რაც ვერ გამოიყენეთ დღის განმავლობაში. რას გააკეთებდით?

ლოგიკურად,რომ ვიმსჯელოთ გამოიტანდით ყოველ თეთრს და თქვენს სასიკეთოდ მოიხმარდით.
ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს ასეთი ბანკი და მას დრო ეწოდება.

ყოველდღიურად ყოველ ჩვენთაგანს 86 400 წამი გვეძლევა.დღის დასასრულს კი ეს წამები ორ კატეგორიად იყოფა:

1.წამები, რომლებიც თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ.

2.წამები, რომლებიც დაკარგულია.

გამონაკლისი არ არსებობს.არც ოვერდრაფტის აღების შესაძლებლობაა და არც სესხის იმედი. ყოველდღიურად ახალი ანგარიში იხსნება თქვენთვის – იგივე ოდენობით.
გამოუყენებელი დეპოზიტები იკარგება. არ არსებობს უკან დაბრუნების საშუალება, ნურც იმის იმედი გექნებათ,რომ მომავალი დღისგან ისესხებთ რამეს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი დრო მაინც დაკარგულია, თუ ხვალისგან ისესხებთ 30 000 წამს, თქვენს ხელში ხვალ მხოლოდ 56 400 წამი იქნება.

ერთადერთი გამოსავალი იმაში მდგომარეობს,რომ იცხოვროთ დღევანდელი დღით,დღევანდელი წამებით… ეცადოთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ ეს დრო – იაზროვნოთ, იფიქროთ,იშრომოთ და გაიაზროთ,რომ თქვენი ასეთი ქმედება მომავალში გაკეთებული ინვესტიცია , რომელიც დაზოგავს თქვენს მომავალ დროს, მომავალ წამებს და მოგცემთ შესაძლებლობას, რომ უკეთ გამოიყენოთ ისინი…
ასე,რომ:

თუ გსურთ დააფასოთ ერთი წლის მნიშვნელობა – ჰკითხეთ სტუდენტს, რომელიც კურსზე დარჩა.

თუ გსურთ დააფასოთ ერთის თვის მნიშვნელობა – ჰკითხეთ დედას, რომელმაც ნაადრევად გააჩინა შვილი.

თუ გსურთ გაიგოთ ერთი კვირის მნიშვნელობა – ჰკითხეთ ყოველკვირეული ჟურნალის რედაქტორს.

თუ გსურთ დააფასოთ ერთი საათი – შეხედეთ შეყვარებულებს, რომლებიც პაემანს ელოდებიან.

თუ გსურთ დააფასოთ ერთი წუთი – ჰკითხეთ ადამიანს, რომელსაც მატარებელზე დააგვიანდა.

თუ გსურთ დააფასოთ ერთი წამი – ჰკითხეთ ადამიანს, რომელიც სასწაულით გადაურჩა უბედურ შემთხვევას.

გუშინდელი დღე უკვე წარსულია.

ხვალ არავინ იცის რა მოხდება.

დღევანდელი დღე კი საჩუქარია და ეცადეთ გაუფრთხილდეთ ყოველ წამს…

წყარო: 4motivi.com

Newstime