ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავში მეწყერი ჩამოწვა

132

უამინდობამ და უხვმა ნალექმა აჭარაში მეწყერული პროცესები გამოიწვია. მეწყერი ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავში ჩამოწვა. მიწის მასამ ერთი მაქანა მოიყოლა. ავტომობილში არავინ იმყოფებოდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგები, რომლებიც ტერიტორიას სწავლობენ.

“მოსახლეობა გადაყვანილი იქნა უსაფრთხო ადგილას. მობილიზებული იყო ყველა სამაშველო სამსახური. დილიდან გეოლოგები იყვნენ ჩამოსულები. სარეზერვოდან იქნება გამოყოფილი თანხები და ეს ოჯახები გადაყვანილი იქნება ქირით”- განაცხადა ქობულეთის მუცნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ.
http://news.ge/

Newstime