როგორ ჩავატაროთ ფეხსაცმლის დეზინფექცია

186

ფეხსაცმლის დეზინფექციის ჩატარება აუცილებელია განსაკუთრებით მაშინ, თუ იწყებთ მკურნალობას ფეხის ტერფის სოკოვან დაავადებებზე. ეს საჭიროა იმისთვის, რომ დაავადება ხელახლა არ განვითარდეს. დეზინფექცია ტარდება ფორმიდრონის ხსნარით. ამ ხსნარში დასველებული და ოდნავ გაწურული ბამბით ფეხსაცმელები შიგნიდან გაწმინდეთ, შემდეგ 24 საათით მოათავსეთ ჰაერგაუმტარ პოლიეთილენის პარკში და ბოლოს კარგად გაანიავეთ.

ფორმიდრონი ანტისეპტიკური საშუალება, რომელიც გამოიყენება ასევე კანზე წასასმელად მომატებული ოფლიანობის დროს. დღეში ერთხელ ხსანარში დასველებული ბამბა გაწურეთ კარგად და ამ ბამბით დაიმუშავეთ ოფლის ინტენსიური გამოყოფის არეები. ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ოფლის სუნი 24 საათის განმავლობაში აღარ გქონდეთ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ ფეხსაცმელები გულდასმით დაამუშავოთ ძმრის ესენციაში დასველებული ბამბის ტამპონებით. თავდაპირველად გარეცხეთ ის გარედან. შემდეგ ჩადეთ ტამპონი ფეხსაცმლის ,,ცხვირში” და ჰერმეტულად შეფუთეთ ცელოფნის პარკში 24 საათით. ამის შემდეგ ფეხსაცმელი გაანიავეთ და გაწმინდეთ ნიშადურის სპირტით სუნის გასანეიტრალებლად.

http://www.mkurnali.ge/

Newstime