ილია მეორე: დაგროვილია ისეთი იარაღი, რომ შეიძლება სიცოცხლე მოისპოს დედამიწაზე

128

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორე პეტრე-პავლობის წირვას სიონის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოვლობას კი, სვეტიცხოველში აღავლენს. ამის შესახებ პატრიარქმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, თანამედროვე ცხოვრება რთულია და ძალიან ხშირად ადამიანები უფსკრულში იხედებიან.

“ხედავთ, რამდენად რთულია თანამედროვე ცხოვრება. ძალიან ხშირად, კაცობრიობა მიდის უფსკრულთან და არა მარტო მიდის, იხედება უფსკრულში. ღმერთმა დაიფაროს, დაგროვილია ისეთი იარაღი, რომ შეიძლება სიცოცხლე მოისპოს დედამიწაზე. ამიტომ, წმინდანთა ლოცვა გვიშველის ჩვენ”, – ბრძანა პატრიარქმა.

წყარო: info9.ge

Newstime