დიმიტრი ბერიძე-Black Sea Arena-ს ადმინისტრაციას ამბიციური გეგმები აქვს

107

Black Sea Arena-ს შენახვა სახელმწიფოს 20 დან 40 ათას ლარამდე დაუჯდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს Black Sea Arena-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დარბაზში დამონტაჟებული ტექნიკა არის უახლესი სტანდარტების და ეკონომიური. როგორც ბერიძემ განაცხადა, Black Sea Arena-ს ადმინისტრაციას ამბიციური გეგმები აქვს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება პრესკონფერენცია და სწორედ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი, თუ ვისი კონცერტი გაიმართება პირველად Black Sea Arena-ზე.
„დღეს საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, Black Sea Arena 2016 წლის საზაფხულო პროგრამასთან ერთად მთლიანად გადაეცა სახელწიფოს, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, აქ ჩატარდება საერთაშორისო დონის კონცერტები დ ასევე ადგილობრივი მომღერლებიც გამართავენ კონცერტებს. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ობიექტის მშენებლობა და პარალელურ რეჟიმში ჩვენ უნდა მოგვეხერხებინა, ის რომ ეს წელიწადი და ეს ზაფხული არ „ჩაგვეგდო“. ჩვენ დაახლოებით ვიცით, თუ რა ხარჯი შეიძლება იყოს გაწეული დარბაზის მოვლა-პატრონობისთვის, ზუსტი ხარჯთაღრიცხვის დასახელებისგან თავს შევიკავებ, დაახლოებით ეს იქნება 20-დან 40 ათას ლარამდე“,-განაცხადა დიმიტრი ბერიძემ.
ფონდმა „ქართუმ“ შეკვეთილში მდებარე უმაღლესი სტანდარტის 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს გადასცა,. შესაბამის შეთანხმებას ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს ხელი.

Newstime