გორის რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი იქნება

228

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა, ნიკა მელიამ და დავით ბაქრაძემ გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.

გორის რაიონში დეპუტატობისთვის ბადრი ბასიშვილი იბრძოლებს, რომელიც 2008-2012 წლებში პარლამენტის დეპუტატი იყო.

ქალაქ გორში კი, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარობის კანდიდატად სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი შიდა ქართლში ალექსი გოგლიძე წარადგინა.

კანდიდატების განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ადგილობრივი ბიუჯეტის მიზნობრივად ხარჯვას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მიაქცევენ ყურადღებას.

http://2030.news/

Newstime