აფხაზეთში ე.წ. რეფერენდუმი ჩაიშალა !

129

არაღიარებული აფხაზეთის ცესკოს ხელმძღვანელის ბატალ ტაბაღუას თქმით, 12:00 საათის მონაცემებით, ე.წ. რეფერენდუმზე ამომრჩევლის 1%-იც კი არ გამოცხადდა.

რეფერენდუმზე უნდა გაირკვეს, დაინიშნოს თუ არა არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები.

„ამომრჩევლის საერთო რაოდენობა 133 204-ია, გამოცხადდა 725 ადამიანი, რაც 0,54%-ს შეადგენს“, – განაცხადა ტაბაღუამ.

რეფერენდუმი 20:00 საათზე დასრულდება.

წყარო: info9.ge

Newstime